ბათუმის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
ბათუმის მე-12 და მე-4 საბავშვო ბაღებში 8 თებერვალს სააღმზრდელო პროცესი შეწტდა. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რომელსაც მერიის კეთილმოწყობის სამსახური შეასრულებს. მე-12 ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს, ბათუმის ბაგა-ბარების გაერთიანება მოუწოდებს, ბავშვები ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გადაიყვანონ.
მე-4 საბავშვო ბაღში,სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოები 10 მარტისთვის უნდა დასრულდეს. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი, ამავე საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაკაშიძე აღსაზრდელების მშობლებს შეხვდნენ და გააცნეს ინფორმაცია სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მე-4 ბაღის აღსაზრდელებს მოუწევთ ერთი თვე დაელოდნონ სარემონტო სამუშაოების დასრულებას. ამ ფაქტთან დაკავშირებით მშობლებს პრეტენზიები არა აქვთ. პირიქით, მათი სურვილია, ბავშვები გაუმჯობესებულ პირობებში დაბრუნდნენ.