ლანჩხუთის ბაღები შეშით მომარაგდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე გაორმაგდა. მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაღში 1200 ბავშვია რეგისტრირებული. სერიოზული ზრდა არის სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტში .ოთხი წლის წინ ეს თანხა 618 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ახალი წლიდან 1 750 000 ლარია. გასულ წელს ოცდაერთივე საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ქვიანის, ღრმაღელისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ახალი საბავშვო ბაღები. მთლიანად გარემონტდა და განახლდა ორი ბაღი მაჩხვარეთისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერეულებში. სწავლა აკეთის საბავშვო ბაღში, ამ პროცესების გამო, სწორედ უალოეს დღეებში განახლდება. 2016 წელს ბაღები აშენდება სუფსის, ლესის, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო შუხუთის საბავშვო ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
მშენებლობებთან დაკავშირებით, სუფსის საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ ფართში გადავიდა და სასწავლო -სააღმზრდელო პროცესის დაწყებას იქაც მალე ელოდებიან. თებერვლის დასაწყისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო–საგანმანათლებლო ცენტრის ყველა ბაგა–ბაღში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ შ.პ.ს,,ბრიკეტი2012'' -მა საწვავი ხის ბრიკეტი შეიტნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობამ ლანჩხუთელებისთვის უკვე გადაიარა, ბაღებს რამდენიმე ცივი თვე ისევ ელით.