„ახალი მენიუ“ ხონელი პატარებისთვის
ზამთრის არდადეგები ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ააიპ ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საბავშვო ბაღის გადაწყვეტილებით , სასწავლო პროცესი 25 იანვრის ნაცვლაად 15 თებერვალს დაიწყება. მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების რაციონში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერებია. კვების ტექნოლოგის რეკომენდაციით საბავშვო მენიუში ყველი და მოხარშული თევზი შევიდა. ხონის გაერთიანებული ბაგა-ბაღების მართველის, თამარ ბახტაძის, განცხადებით, ამ ეტაპისთვის ტენდერები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ბაღების პერსონალის გადამზადება. თამარ ბახტაძე„ჩვენ მოწვეული გვყავდა ქუთაისის ბავშვთა ბაღების გაერთიანებიდან კვების ტექნოლოგი, რომელმაც შეისწავლა არსებული მდგომარეობა და მოგვცა რეკომენდაციები ბავშვების კვებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გვაქვს ახალი, გაუმჯობესებული მენიუ. ახლა ვატარებთ ტრენინგებს ყველა საბავშვო ბაღის გმგეების, მზარეულების, ექთნების მონაწილეობით, რასაც გარკვეული დრო სჭირდება“ ხონის საბავშვო ბღებში დღეისათვის 900-მდე აღსაზრდელი ირიცხება და კვებითი ცვლილებები ყველა მათგანზეა გათვალისწინებული.