ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, თემატური სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, ფასილიტაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება” (UNDP). აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფცია, მისი არსი და მეთოდოლოგია, მართვის სტრუქტურა და ინსტიტუციური ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ა.შ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების წარმომადგენლები, თემატური სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, ასევე მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები.