ახალგაზრდა მხატვარი ლალი პატარკაციშვილი
მე ვარ ლალი პატარკაციშვილი .დავიბადე 1993 წლის 22 ივლისს თბილისში.
ბავშვობიდან მომწონდა უცნაური ნივთები. საგნები, რომლისგანაც შევქმნიდი რაღაც ისეთს რაც სხვებისთვის უცხო და ამავდროულად ლამაზი იქნებოდა..ხშირ შემთხვევაში ჩემი მცდელობა ფატალური იყო, რადგან არ მქონდა შეცნობის კარგი უნარი. მხოლოდ გრძნობდე არაა მთავარი, უნდა ხედავდე რეალურში არარეალურსაც კი.
ასე რომ, ბავშობიდან ვხატავდი. ვეძებდი რაღაც ახალს და განუმეორებელს.ვიღებდი ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. დავდიოდი სკოლაში გახსნილ ხატვის წრეზე, ჩემი სიჯიუტის გამო ბევრჯერ მომსვლია კონფლიქტი ხატვის მასწავლებელთან, რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო ჩარჩოებში მოქცევა. რაც მსურდა, რაც მინდოდა ის უნდა დამეხატა და არა მასწავლებლის მიერ შერჩეული თემატიკა.