სამუშაო შეხვედრა გარდაბნელ პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, თამარ სანიკიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი რაიონში არსებული მდგომარეობის გაცნობა და ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი იყო, რაც სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხს აუმჯობესებს და მასწავლებლისა და მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ. შეხვედრის ფარგლებში, ყველაზე დიდი დრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას დაეთმო და ამ მიმართულებით თითქმის ყველა საკითხი დეტალურად იქნა განხილული.
შეხვედრები პედაგოგებთან მუდმივ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.