კულტურათაშორისი ურთიერთობების საკითხი საქართველოს ისტორიის სწავლებისას
ისტორიული მასალის შეულამაზებლად გადმოცემა დაგვეხმარება მოსწავლეებს გავუღვიძოთ ინტერესი სხვა ხალხების წარსულის მიმართ. სწავლების სწორად შერჩეული ხერხების გამოყენებით მათ გამოუმუშავდებათ უნარი მიწოდებული ინფორმაციების მიხედვით განსაზღვრონ და შეაფასონ გარესამყაროსთან ურთიერთობით მიღებული შედეგები, შეეძლებათ განსაზღვრონ საქართველოს ადგილი საკაცობრიო კულტურაში. საბოლოო ჯამში კი, ისტორიული თემების სწავლება საუკეთესო საშუალებას იძლევა აღსაზრდელებში მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებისათვის, რაც თავისთავად გულისხმობს ტოლერანტი _ სხვა ხალხების კულტურათა და ტრადიციათა დამფასებელი და საკუთარი სამშობლოს პატრიოტი პიროვნების ჩამოყალიბებას.