კიდევ ერთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
როგორც Science News-ი იუწყება, იაპონელმა ასტროფიზიკოსებმა ჩვენს გალაქტიკაში კიდევ ერთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, დღემდე მეცნიერები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ გალაქტიკა “ირმის ნახტომის” ცენტრში არსებობს გიგანტური შავი ხვრელი “მშვილდოსანი A”, რომლის მასაც 4 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.ახალი შავი ხვრელი 200 სინათლის წლის მანძილზეა “მშვილდოსანი A”-სგან დაშორებული. მისი მასა 100 000-ჯერ აღემატება მზის მასას.
მეცნიერები ჯერჯერობით მყარად არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს შავი ხვრელია, თუმცა მისი ცენტრის მახლობლად მდებარე კოსმოსური ნაწილაკების დიდი აჩქარებით მოძრაობა სხვა მიზეზით ვერ აიხსნება, რადგან დიდი და მასიური ობიექტები ამ მიდამოში არ არსებობს და ნაწილაკების აჩქარება მხოლოდ შავი ხვრელის არსებობით აიხსნება.
წყარო : http://editori.ge/