მესის ამერიკის თასზე სასამართლოს გამო დააგვიანდება
ესპანეთის სასამართლოში 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება მოსმენა, სადაც განიხილება “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესისა და მისი მამის მხრიდან გადასახადებზე თავის არიდების საქმე.
ESPN-ის ცნობით, ამის გამო მესი არგენტინის ნაკრებს ამერიკის თასის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და ახლა მისი ადვოკატები ცდილობენ, რომ მოსმენა სხვა დროისთვის გადაიტანონ.
სასამართლო მესის და მამამისს 2007-2009 წლებში 4,1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია ინფორმაცია, რომ მესიმ 2007-2009 წლების პერიოდის გადასახადებისთვის 5 მილიონი, ხოლო 2010-2011 წლების პერიოდისთვის 10 მილიონი ევრო გადაიხადა და იმედოვნებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდებოდა, მაგრამ ადგილობრივი მთავრობისგან უარი მიიღო.
წყარო: http://editori.ge/