გზა სიღარიბიდან ჰოლივუდამდე
ვარსკვლავად გადაქცევა არაფრის მქონე ადამიანებსაც შეუძიათ. ამის მაგალითი ცნობილი მსახიობები და მომღერლები არიან, რომელთაც წარსულში სიღარიბეში უხდებოდათ ცხოვრება. ასეთი ვარსკვლავების სიაში შედის მაგალითად: ლეონარდო დიკაბრიო, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა შემდეგი: „ჩვენ ვცხოვრობდით ძალიან ცუდ ადგილას. „ტაქსის მძღოლის“ მსგავსად, ჩვენი ქუჩის კუთხეში იყო მეძავების ადგილი, საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ძალადობასა და დანაშაულს დაინახავდი“- იხსენებს ლეონარდო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობის დედას რამდენიმე სამუშაო ჰქონდა, რომ შვილისათვის უკეთესი მომავალი შეექმნა. ტომ კრუზი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მას უფრო დიდი პრობლემა ჰქონდა, ეს იყო მოძალადე მამა, რომლეიც ოთხ შვილს ხშირად სცემდა. „ თუ რამე ისე არ იყო, როგორც მას უნდოდა, გვცემდა. მაშინაც კი, როცა კარგ ხასიათზე იყო და ვიცოდი, რომ მშვიდად იყო, მოულოდნელად მოვიდოდა და ჩამარტყამდა.“
მომავალი ვარსკვლავის ოჯახი სამსახურის ძიებაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ამის გამო ტომმა აშშ-სა და კანადაში 15 სკოლა გამოიცვალა. ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ჯ ეი ლო ბრონკსის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქუჩაზე გაიზარდა, პუერტო-რიკოელების, გვადალუპე როდრიგესისა და დევიდ ლოპესის, ოჯახში, ისინი ინგლისურად ძალიან ცუდად საუბრობდნენ. ჯენიფერი ორ დასთან და მშობლებთან ერთად ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მშობლები ყოველთვის პოულობდნენ საშუალებას, რომ გოგონები სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე ეტარებინათ. ასეთი ვარსკვლავების სიაში არიან: სელენა გომესი, ნიკი მინაჟი, ემინემი, ჯეი ზი, სელინ დიონი, დემი მური, ჯიმ ქერი, სარა ჯესიკა პარკერი, ლეიტონ მისტერი. თითოეულის ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მათ თავიანთი ტალანტითა და შრომის მოყვარეობით შეძლეს წარმატების მიღწევა.
ავტორი: მაგდა კვესელაძე
წყარო: http://editori.ge/