ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა
ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კარნავალი, ლაგუნაზე თეატრალური წარმოდგენით დაიწყო.
კარნავალის სამხატვრო ხელმძღვანელი წელს რეჟისორი მარკო მაკაპანია, რომელმაც წმინდა მარკოს მოედანი ხელოვნებისა და ხელსაქმის ცენტრად გადააქცია.
კარვალავი 9 თებერვლამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში ვენეციაში ასზე მეტი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები.
30 იანვარს კი კარნავალის ყველაზე ლამაზი რიტუალი – ანგელოზის დაშვება შესრულდება.
საუკეთესო ნიღბის კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული წმინდა მარკოს მოედანზე სამრეკლოდან დაეშვება.
კარნავალის მსვლელობის დროს ვენეციაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იმოქმედებს
წყარო: http://editori.ge/