შეშის ღუმელის „ეპოქა“ დასრულდა
გასულ წელს ააიპ ,,ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მე-6 ფილიაში გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა და თანამედროვე ტიპის გათბობის სისტემა დამონტაჟდა. დასრულებული სამუშაოები გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ დაათვალიერა. წლების მანძილზე აღნიშნული ფილიალის შენობა შეშის ღუმელების საშუალებით თბებოდა, სამუშაოების შემდეგ კი ცენტრალიზებული გათბობის სისტემა სამზარეულოსა და სამრეცხაოს ცხელი წყლითა და სრულიად შენობის გათბობას უზრუნველყოფს.
,,წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მოხდა უბნის გაზიფიცირება და, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყავით საბავშვო ბაღის შენობის აღჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით. შედეგით ძალიან კმაყოფილია ყველა. აქ ყველა პირობაა შექმნილი რათა ბავშვები იყვნენ თბილად, უსაფრთხოდ და დაცულ გარემოში"- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.