ქუთაისურ ალილოს ბაღების გაერთიანებაც შეუერთდა
როგორც ყველგან, 7 იანვარს ქუთაისშიც მოეწყო შობის მახარობელთა მსვლელობა. მეალილოეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალილოს მონაწილეებს შობა მიულოცა და ნობათი გადასცა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემაც . ალილოს მსვლელობის ტრადიციას ქუთაისში წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებს მოივლიან და შეგროვილ სანოვაგეს დღის ბოლოს მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს და სოცილაურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ.