ბათუმის ააიპ-ი 2015-ით კმაყოფილია
ააიპ ბათუმის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ გასული 2015 წელი მათთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შარშან 4 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაემატა, გამწვანდა და კეთილმოეწყო უკვე არსებული ბაღების ეზოები. 2015-ში ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული გახლდათ ბაღებში კვების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. წლის ბოლოს განხორციელებულმა საბავშვო ბაღებში ჩატარებულმა პრეს-ტურებმა აჩვენა, ბათუმის სკოლამდელ დაწესებულებებს კმაყოფილების მიზეზი, არც თუ უსაფუძვლოა.