საქართველოს 15-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა
დღეს, გამთენიისას, საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა (15-წლამდელთა) ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე – ვილნიუსის ტურში.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 22-25 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ პირველ ტურში, სადაც 5-დან 1 მატჩი მოიგო.
ვილნიუსის ტურშიც 5 მატჩს გამართავენ ქართველები. ევროპის ახალგაზრდული ლიგის გათამაშების ფორმატის მიხედვით, მთლიანობაში 3 ტური უნდა გაიმართოს. ვილნიუსის შემდეგ საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით ეტაპს ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართავს 24-27 მარტს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
15 იანვარი
სპარსი (ლატვია) - საქართველო 2001
საქართველო 2001 - პერკუნასი (ლიტვა)
16 იანვარი
SKM (ლიტვა) - საქართველო 2001
საქართველო 2001 - ხიმკი (რუსეთი)
ვილნიუსი (ლიტვა) - საქართველო 2001
15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
დაჩი ქავთარაძე, ლუკა ხობელია, რატი ანდრონიკაშვილი, ლაშა მიქელაძე, მიხეილ ზურაბაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ბექა ბექაია, გიორგი მუზაშვილი, ნიკა ლობჟანიძე
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ქორქია
მწვრთნელის ასისტენტი: ირაკლი მაისურაძე