ახალი სასკოლო ინვენტარით სკოლების აღჭურვა მიმდინარეობს
არდადეგების პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზირებული სასკოლო ინვენტარის განახლების პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირადად გაეცნო სასკოლო მერხების გადაცემის პროცესს. ლია გიგაურის განცხადებით, ორ დღეში დასრულდება რაიონის სკოლების აღჭურვა იმ რაოდენობის ინვენტარით, რაზეც არსებობდა მოთხოვნა.
სკოლების აღჭურვის ეს ეტაპი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სწავლის განახლებასთან ერთად დასრულდება.