20 წლამდელები 15 იანვარს იწყებენ
ვაჟთა შორის კალათბურთში ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ,,ბ“ დივიზიონის მატჩებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, საბერძნეთის ქალაქი ჰალკიდა უმასპინძლებს. ასპარეზობა 15-24 ივლისს მოეწყობა.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ხელმძღვანელობს, რომლის ასისტენტებიც მიხეილ ბერუაშვილი და დიმიტრი ჟაკობოვი არიან.