მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი
მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი გერმანიის ათი უდიდესი სასწავლებლის სიაშია. სასწავლებლის ყველა მნიშვნელოვანი ფაკულტეტის შენობა ერთ აკადემიურ სივრცეშია განთავსებული რაინლანდ პფალცის შტატში. ამ მასშტაბური მთავარი კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი მაინცის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, მუსიკის სკოლა და ხელოვნების აკადემია. აღნიშნულ სივრცეში სწავლობს 35 000–მდე სტუდენტი 130–ზე მეტი ქვეყნიდან.
დაარსების წელი : 1477
სტუდენტების რაოდენობა: 35 000
ადგილმდებარეობა: მაინცი
მაინცის უნივერსიტეტი ცნობილია მისი ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანითა და 200–ზე მეტი სწავლების განსხვავებული კურსით. იოჰანეს გუტენბერგის სახელობის სასწავლებელი ასევე ცნობილია მისი საველე კვლევებზე მორგებული სწავლებით და სამეცნიერო ბაზებით, რომლებთანაც არაერთი მსოფლიო დონის აღმოჩენა ასოცირდება. მსგავსი წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტს ერგო პატივი, რომ საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა იშვიათი სამეცნიერო კვლევითი რეაქტორები. სასწავლებლის ფილოსოფიის თანახმად, მაინცის უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი მსგავსი უმაღლესი დონის კვლევებში მონაწილეობა ყველა კვალიფიციური სტუდენტისათვის. ასევე, აქ შესაძლებელია
იოჰანეს გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებით ჩასული სტუდენტებისთვის სწავლა და კვლევების წარმოება უფასოა. თუმცა, ნებისმიერი სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს 270 ევრო თითო სემესტრში, როგორც გერმანულ უნივერსიტეტში სწავლის სოციალური გადასახადი. ასევე, საერთო საცხოვრებელში დაბინავებისთვის ყოველთვიურად საჭიროა 300 ევროს გადახდა. გუტენბერგის უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი ვალდებულია ქონდეს სიცოცხლის დაზღვევა, რისთვისაც თვეში 70 ევრო ემატება ყოველთვიურ ხარჯებს.
იოჰანეს გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტს ასევე გააჩნია საკუთარი დასაქმების ცენტრი. იგი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეხმარება დასაქმდნენ როგორც უნივერსიტეტის რომელიმე დეპარტამენტში, ისე მის გარეთ არსებულ წარმატებულ კომპანიაში.