ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი ევროპის საუკეთესო სასწავლებლების სიაში ერთერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ქალაქ ფრანკფურტში არსებული უნივერსიტეტი აკადემიური მიმართულებების ფართო არჩევანს სთავაზობს მის სტუდენტებს. გოეთეს უნივერსიტეტი ცნობილია მისი მსოფლიო დონის სამეცნიერო კვლევების ბაზითაც, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა კეთდება ყოველწლიურად სტუდენტების მიერ.
დაარსების წელი: 1914
სტუდენტეის რაოდენობა : 45 000
კმაყოფილი სტუდენტების პროცენტული წილი : 80 %
გოეთეს უნივერსიტეტი სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსებით, თუმცა გააჩნია სრული ადმინისტრაციული ავტონომია, რითაც კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობს. აღნიშნული წარმატებული ეკონომიკური სტატუსის წყალობით, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტმა შექმნა მსოფლიო დონის სამეცნიერო, ხელოვნებისა და ბიზნესის სკოლა, რომლებში სწავლაც უცხოელი სტუდენტებისთვის თავისუფლადაა შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნულ სასწავლებელში მხოლოდ რამდენიმე სამაგისტრო პროგრამის სწავლება მიმდინარობს ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, გოეთეს უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად საჭიროა გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 საბაზისო დონეზე.
კამპუსები:
გოეთეს უნივერსიტეტის კამპუსები 4 ქალაქის, ბოქენჰაიმის, ვესთენდის, რაიდბერგისა და ნაიდერადის ტერიტორიაზეა განთავსებული. ყოველ მათგანს ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ვესთენდის კამპუსი გთავაზობთ თანამედროვე სალექციო აუდიტორიებსა და მის ტერიტორიაზე მდებარეობს უნივერსიტეტის კაფე–რესტორნები, ასევე ულამაზესი ბაღი დასვენებისთვის.
რაიდბერგის კამპუსში განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოქიმიის ლაბორატორიები, რომლითაც სტუდენტები სარგებლობენ. ასევე, აქ შეხვდებით წიგნების დიდი ბაზით სახელგანთქმულ ბიბლიოთეკასაც, რომელსაც სტუდენტების თავშეყრისთვის განკუთვნილი ცენტრიც აქვს.
მდინარის სანაპიროზე განთავსებული ნაიდერადის კამპუსი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. შესაბამისად, მის ტერიტორიაზე განთავსებულია უნივერსიტეტის ჰოსპიტალიც.
გოეთეს უნივერსიტეტში მოხვედრილ თითოეული ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მისი ფაკულტეტისთვის სპეციალურად მოწყობილი ბიბლიოთეკით. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი პირადად არ გასცემს გრანტს, იგი თანამშრომლობს არაერთ გერმანულ ორგანიზაციასთან. ისინი მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე თითოეულ სტუდენტს გოეთეს ინსტიტუტში სწავლას უფინანსებენ.