ფრეზეთის დასახლებაში საახალწლო ზეიმი მოეწყო
ახალდაბის საჯარო სკოლაში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ახალგორიდან დევნილი ბავშვები სწავლობენ, მათი პედაგოგებიც დევნილები არიან. ამ სკოლის მოსწავლეებისათვის ფონდმა ,,ღია საზოგადოება _საქართველომ“ საახალწლო ზეიმი მოაწყო. ფრეზეთის დევნილთა ჩასახლების (როგორც მათ საცხოვრებელ დასახლებას უწოდებენ) პატარებმა ორსაათიანი პროგრამით კარგად იხალისეს. ცალკე პროგრამა იყო წარმოდგენილი უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის. ფონდმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებიც გადასცა.