ნოტინჰემის უნივერსიტეტი
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: ნოტინჰემის უნივერსიტეტი ჟურნალ The Sunday Times- ის მიხედვით თანამედროვე უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენს, რომელსაც კამპუსები აქვს დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და მალაიზიაში. სასწავლებელი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ელიტური უნივერსიტეტების სიაში, Russel Group-ში შედის.
რეიტინგი: 25
დაარსების წელი: 1881
ადგილმდებარეობა: ინგლისი
სტუდენტების რაოდენობა: 33550
კმაყოფილი სტუდენტების პროცენტული წილი: 85%
ნოტინჰემის უნივერსიტეტმა კოლეჯის სახით დაიწყო მოღვაწეობა 1881 წელს. 1948 წელს კი მიიღო სამეფო დიპლომი, რითიც მოიპოვა ნებართვა დარქმეოდა უნივერსიტეტი. ამჟამად ნოტინგჰემის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტად ითვლება.
უკანასკნელი რეიტინგების მიხედვით, ნოტინჰემმა მსოფლიო დონის უნივერსიტეტის სტატუსიც მიიღო. 2011 წელს, უნივერსიტეტმა დაიკავა მოწინავე ადგილები რეიტინგებში, რომლებსაც აქვეყნებდნენ ცნობილი ჟურნალები: „Guardian” და “Times”.
ნოტინჰემის უნივერსიტეტში სწავლობს 9000-მდე სტუდენტი 150 სხვადასხვა ქვეყნიდან.
კამპუსები:
ნოტინჰემის უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს არამარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უნივერსიტეტი მუდმივად დებს ინვესტიციებს მიწის ნაკვეთების შესყიდვაში, მშენებლობების წარმოებასა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაში.
UniversityPark-უნივერსიტეტის ყველაზე დიდი კამპუსი, რომელიც 1200 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს შეიცავს. ის ქვეყანაში ყველაზე მიმზიდველ კამპუსად ითვლება. გარშემორტყმულია გამწვანებითა და ტბით. კამპუსი ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და წარმოადგენს სტუდენტების, სტუმრებისა თუ მომუშავე პერსონალის ცხოვრების მჩქეფარე ცენტრს.
JubileeCampus-თანამედროვედ დაპროექტებული კამპუსი, რომელიც წინასგან კილომეტრნახევარით არის დაშორებული და მისი უდიდებულესობა დედოფლის მიერ იქნა გახსნილი 1999წელს.
SuttonBonington-University Park-დან 10 კილომეტრში მდებარეობს. მისი ქალაქგარეთ მდებარეობა იდეალურია ბიოლოგიის მეცნიერების და ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტებისთვის. ამ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი პირველია, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნეში გაიხსნა. ბოლო წლებში, უნივერსიტეტმა თავისი კამპუსები მაღალხარისხიანი ტექნიკით აღჭურვა.
ნოტინჰემი მოიცავს: ხელოვნების ცენტრს-Lakeside, ფიტნეს ცენტრსა და აუზს, გამოსაჯანმრთელებელ კომპლექსს-Cripps, კონფერენციების ჩასატარებლად საჭირო დარბაზებსა და ტექნიკას.
ნოტინჰემის უნივერსიტეტი გახდა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დამოუკიდებელი კამპუსი გახსნა ჩინეთში. კამპუსი შანხაისთან ახლოს მდებარეობს, ნინბოში. პროექტი დააგეგმარეს ნოვატორულმა განათლების ცენტრმა Wanli.
ნოტინჰემის კამპუსი მალაიზიაში 2000 წელს გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში პირველი ბრიტანული კამპუსია.
საცხოვრებელი პირობები:
უნივერსიტეტი უამრავ საცხოვრებელ ადგილს მოიცავს. კამპუსებში და მათ სიახლოვეს სტუდენტებისთვის განკუთვნილია 8000-მდე ოთახი. სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს გარანტირებული აქვთ საცხოვრებელი ოთახი ყველა სასწავლო წლის განმავლობაში.
ყველა საცხოვრებელი ადგილი კომფორტული და უსაფრთხოა. სპეციალური დახმარების სამსახური კი მუდამ მზად არის დაგეხმარონ.
სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ოთახები ფასიანი მომსახურეობით, თვითმომსახურეობით ანდაც, ნაწილობრივი მომსახურეობით.
ყველა საცხოვრებელი აღჭურვილია სამზარეულოს ყველა სახის ტექნიკით, ოთახები ყველნაირი ავეჯითა შევსებული და უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერ ინტერნეტს უფასოდ უკავშირდება.
სტუდენტური ცხოვრება:
სტუდენტების კავშირი (Students' Union) არის სტუდენტური ცხოვრების ცენტრი. სტუდენტებისთვის ეწყობა უამრავი ღონისძიება, სპორტული აქტივობები, დროებითი სამსახურები, რომლებშიც ისინი საქმდებიან. სტუდენტური კავშირი სტუდენტებს აძლევს საშუალებას ერთმანეთს ეურთიერთონ არამარტო კამპუსში, არამედ, ბარებში, ღამის კლუბებსა და კომედიურ საღამოებზე. ასევე მათ აქვს საკუთარი კინემატოგრაფიული და თეატრალური ჯგუფი NottinghamNewTheatre.
სტუდენტური მოხალისეობის ცენტრი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მოხალისეობრივი საქმით დაკავდნენ რეგიონში და მის გარეთ. 100 მოხალისეობრივ პროექტში შეუძლიათ სტუდენტებს არჩევანის გაკეთება საკუთარი ინტერესებისდა მიხედვით.
უნივერსიტეტს გააჩნია 200-მდე სხვადასხვა საქმიანობის კლუბი. AthleticUnion –შედის 76 სპორტული კლუბი. მათ შორისაა: ბადმინტონი, ზამთრის სპორტი, ჩირლიდერობა, ფრისბი, წყლის სპორტი, ქალთა და კაცთა ფეხბურთი, რაგბი, ჰოკეი, კროკეტი, ველოსპორტი და აშ.
ნოტინჰემი სტუდენტებს სთავაზობს კულტურულ სახესხვაობასა და დინამიურობას, რომელიც იდეალურად ავსებს სტუდენტურ ცხოვრებას.
ნოტინჰემის უნივერსიტეტი დამთავრებულ სტუდენტთა დასაქმებაში მეორეა პოპულარობით ყველა მის „კოლეგას“ შორის. სტუდენტობის პერიოდშიც უნივერსიტეტი პერმანენტულად აცადებს ვაკანსიებს მათთან შეთავსებით.
ნოტინჰემის უნივერსიტეტი მთელ რიგ სტიპენდიებს აცხადებს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებზე. მაგალითად, ქართველ სტუდენტს კარგი სწავლის გამო შეუძლია მიიღოს მთლიანი დაფინანსება მაგისტრატურაზე. სტუდენტების 23 %-ს უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები შეადგენენ.