კახელი გოგონების კალათბურთი
დამთავრდა კახეთის კალათბურთის ფედერაციის თასის 2015 წლის გათამაშება 1999-2000 წლამდე დაბადებულ გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, თბილისისა და ხაშურის გუნდები.
პირველი ადგილი დაიკავეს ახმეტელებმა, რომლებმაც ოთხი მატჩიდან ოთხივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ოთხიდან სამი გამარჯვებით მეორე ადგილზე გავიდა თელავის გუნდი,
კახეთის კალათბურთის ფედერაციის თასის 2015 წლის გათამაშების საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვეს ახმეტის წარმომადგენელმა მარი მამუკელაშვილმა და თელაველმა ეკატერინე ელცოვამ.