ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
ძალოსნობის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ამას წინათ ამერიკულ ჰიუსტონში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დოპინგ-ტესტის შედეგების მიხედვით I ადგილზე გასულ ალექსეი ლოვჩევს აკრძალული პრეპარატების მოხმარება დაუმტკიცდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა, რომელიც, როგორც ვიცე-ჩემპიონს, ქართველ ძალოსანს გადაეცა.
ამრიგად, ქართული ძალოსნობა, კარგა ხნის „შესვენების“ შემდეგ, კვლავ ავიდა მსოფლიო ძალოსნობის უმაღლეს საფეხურზე, რასაც გულით ვულოცავთ როგორც თავად სპორტსმენს და მის მწვრთნელებს, ისე ფედერაციასა და სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს!