კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობის დროს ალმასები გვამცნობენ
კონტინენტები და ოკეანეები მას შემდეგ წარმოიქმნენ, როცა ჯერ კიდევ ”ახალგაზრდა” დედამიწაზე ლოთოსფეროს ფილებმა მოძრაობა დაიწყეს. გეოლოგების გამოთვლებით ეს პროცესი დაახლოებით 3 მლრდ წლის წინ დაიწყო. ამ პროცესის ”მოწმეები” კი ის ალმასებია, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 200 კილომეტრის სიღრმეში არიან განლაგებულნი.