ნეპალი ”დედამიწის სახურავის” სიმაღლეს ცვლის
ევერესტის სიმაღლე, რომელიც ერთდროულად ორი ქვეყნის - ნეპალისა და ჩინეთის ტერიტორიზე მდებარეობს, როგორც ცნობილია 8848 მეტრია ზღვის დონიდან. ეს მონაცემი ინდოელებმა ჯერ კიდევ 1954 წელს დაადგინეს. თუმცა, შედარებით გვიან ჩატარებული გაზომვების შედეგად ამ მწვერვალის სიმაღლე რამდენიმე მეტრით შეიცვლა. ნეპალის მიწის რეფორმების სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით მათ მწვერვალის სიმაღლე ხელახლა გაზომეს და იგი 8844 მეტრია ანუ 4 მეტრით ნაკლები.
ევერსეტის სიმაღლის გასაზომად პირველი მცდელობა 1856 წელს იყო, ხოლო ალპინისტების მიერ ევერსტი პირველად 1953 წელს იქნა დაპყრობილი: მწვერვალზე შერპი თენცინგ ნორგეი და ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი ავიდნენ. მას შემდეგ მწვერვალი კიდევ 3000 ადამიანმა დალაშქრა.