ევროპაზე ტექტონიკური აქტივობა შენიშნეს
აშშ-ს გეოფიზიკოსებმა პლანეტა იუპიტერის თნამგზავრ ევროპაზე ტექტონიკური ფილების აქტიური გადაადგილება შენიშნეს. თავიანთი კვლევის შედეგები მათ სტატიის სახით ჟურნალ ”Nature Geoscience” გამოაქვეყნეს.
ევროპის ყინულოვანი ზედაპირის, 134 ათასი კვ.კმ ფართობის ტერიტორიის ფოტოების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მათზე ქედებისა და ნაპრალების გამოსახულებები აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა იპოვეს მტკიცებულება, რომ მისი ნაწილი (დაახლოებით 20 ათასი კვ. კმ.), რომელიც ორ ყინულოვან ფილას შორის მდებარეობდა გაქრა.
მეცნიერთა აზრით სატურნის თანამგზავრი ევროპა შეიძლება დედამიწის გარდა ერთადერთი ციური სხეული იყოს მზის სისტემაში, რომელზეც ტექტონიკური ფილებია. სავარუდოდ, გეოფიზიკოსებმა ერთი ფილის მეორის ქვეშ მოქცევის პროცესი დააფიქსირეს. ასეთი პროცესის გამოვლინებას ადგილი დედამიწაზეც აქვს, როცა დედამიწის ქერქის ნაწილები მანტიაში ერთი მეორეს ქვეშ იძირება. ჩვენს პლანეტაზე, სუბდიქციის ზონები, სადაც ასეთი მოვლენები ხდება, მაღალი ტექტონიკური აქტივობით გამოირჩევიან.
თავიანთ ნაშრომში მეცნიერები კოსმოსური აპარატ Galileo-დან გადაღებულ ფოტოებს დაეყრდნენ, რომელიც 1995 წლიდან 2005 წლამდე პლანეტა იუპიტერსა და მის თანამგზავრებს, მათ შორის ევროპასაც იკვლევდა.