კომპლექსური რიცხვები
პატივცემულო მასწავლებლებო, გთავაზობთ იმ მასალას,რომელიც არ შედის ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთა ნუსხაში,მაგრამ გვხვდება საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში. ამჯერად განვიხილავთ კომპლექსურ რიცხვებს, მათი ჩაწერის სხვადასხვა ფორმებს, მოქმედებებს კომპლექსურ რიცხვებზე (მათ შორის ხარისხში აყვანა,ფესვის ამოღება და სხვ.) შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ სავარჯიშოებს,რომლებიც ეფუძნება ამ თეორიულ მასალას. ასევე განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც წარმოდგენილია 2010-2015 წლების მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე.