წარმართობა
გარდასახვა, სასიცოცხლო ძალა, ხეღვთაება, ქურუმი,მრავალსახოვნება, თანაზიარობა, წილნაყარობა, თემიდა, ბახუსი, წინაპართა სულები, გარდაცვლილ წინაპართა კულტი,კერპთაყვანისმცემლობა, ბუნებისთაყვანისმცემლობა.
წარმართობაში მთავარია ბუნებისა და მისი ძალების რწმენა. წარმართობაში ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო სულიერად (ანიმისტურად), ფარული გრძნეული ძაფებით. ამ საყოველთაო თანაზიარობის გამო ნივთნი, სულიერნი თუ ღვთაებანი ხშირად გარდაისახებოდნენ ერთმანეთში.
წარმართულ სარწმუნოებაში მრავალი ღვთაება იყო. თანაც, თვითეული წარმართული ღვთაება მრავალსახოვანიც იყო.
ხშირად ამბობენ, რომ წარმართები თაყვანს სცემდნენ კერპებს, მნათობებს, ცხოველებს, ხეებს, ვაზს, მთებს, მდინარეებს, წვიმას, ცეცხლსა და სხვა. ეს ისეთივე ზერელე და მცდარი აზრია, ვინმემ რომ თქვას, რომ ქრისტიანები თაყვანს სცემენ სანთლებსა და ხატებსო. ვისაც ქრისტიანობა არ ესმის, მართლაც შეიძლება ეგონოს, რომ ქრისტიანობა არის ხატთაყვანისმცემლობა. ასევე, ამჟამად ხალხმა არ იცის, რა არის წარმართობა, არ ესმით მისი ნამდვილი აზრი და ამიტომ ამბობენ, რომ წარმართობა კერპთაყვანისმცემლობა არისო.
სინამდვილეში წარმართები თაყვანს სცემდნენ ბუნების ღვთაებებს, რომელთა სხვადასხვა სახეები იყო კერპი, მნათობი, ცხოველი, მთა და სხვა.
წარმართობა - ესაა ბუნების რწმენაა ანუ ბუნებისთაყვანისმცემლობაა. ესაა სასიცოცხლო ძალების, ხვავრიელებისა და მატების სარწმუნოება. ხოლო კერპთაყვანისმცემლობა არაა მისთვის მთავარი და არსებითი.