მოზარდებმა მედლები გაითამაშეს
ქართული წყალბურთი განვითარების გზაზეა. რამდენიმე წელიწადია იმართება საქართველოს პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 2015 წლის ჩემპიონატის პირველი წრე გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე მოეწყო, სადაც ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. 12 დეკემბერს ,,ოლიმპიკის“ აუზზე 2000-2001 წლებში დაბადებულთა შორის ორი ფინალური მატჩი გაიმართა: თბილისის ,,ივერიამ“ დაძაბულ შეხვედრაში საჩხერის „ივერიას“ სძლია 12:9, „ლოკომოტივმა“ (არენა) კი „აკადემიას“ 15:8 მოუგო. ადგილებიც შესაბამისად გადანაწილდა: 1. თბილისის ,,ივერია“, 2. საჩხერის ,,ივერია“, 3. თბილისის ,ლოკომოტივი“.
13 დეკემბერს 1998-1999 წელს დაბადებულთა შორის გამართული მატჩების შედეგად თბილისის ,,ლოკომოტივმა“ საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებს (ეს გუნდი, გამონაკლისის სახით მონაწილეობდა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში) მოუგო – 17:8, თბილისის ,,ივერიამ“ კი აკადემია დაამარცხა – 15:10. საბოლოოდ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: 1. თბილისის ,,ლოკომოტივი“, 2. საქართველოს ნაკრები (15-წლამდელთა), 3. თბილისის ,,ივერია“.
14 დეკემბერს 2002-2003 წლებში დაბადებულთა შორის ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენისთვის თამაშებს რუსთავის საცურაო აუზმა ,,არენამ“ უმასპინძლა, სადაც მესამე-მეოთხე ადგილისთვის გამართულ მატჩში „აკადემიამ“ ,,არენა“ დაამარცხა – 13:6, საჩემპიონო ბრძოლაში კი თბილისის ,,ივერიამ“ საჩხერის ,,ივერიას“ სძლია – 8:3. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ლუკა გიორგაძე (თბილსის ,,ივერია“).