სინქრონული ცეკვა დღეს
საქართველოში სინქრონული ცურვის შესახებ დიდხანს არაფერი ისმოდა და აი დღეისთვის ის ნელ-ნელა იმკვიდრებს თავის სახელს ქართულ სპორტში. საქართველოს მასშტაბით ეს სპორტის სახეობა მეტნაკლებად განვითარებულია თბილისში. არსებობს 3 კლუბი „არენა“ –'მწვრთნელი ლიკა ბოკერია, „ოლიმპიკი“ – იანა მელიქიანი და „ნეფტუნი“ – მანანა ჩანქსელიანი.
სპორტის ეს სახეობა საკმაოდ რთულია და ბევრ შრომასა და ყურადღებას მოითხოვს. საქართველოში ტარდება შიდა ჩემპიონატები, რომლებზეც გოგონები ასრულებენ ურთულეს და ულამაზეს ცეკვებს. ყოველი მათგანი არის ინდივიდუალური, რადგან ყველას სხვადასხვა სტილი და მანერა აქვს. ასევე შეჯიბრებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ამ ასაკის სხვაობის გამო იქმნება ასაკობრივი ჯგუფები. რაც უფრო ადრე დაკავდება ბავშვი სინქრონული ცურვით, მით უფრო გაუადვილდება მას მისი ათვისება.
დღეს, სამწუხაროდ, სინქრონულ ცურვას არ აქცევენ საჭირო ყურადღებას და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ლამაზ სპორტის სახეობას არ ექცევა ყურადღება.
გოგონებს არა აქვთ საშუალება, რომ ივარჯიშონ ნორმალურ პირობებში და ხშირად ხდება, რომ სპორტსმენს ტრავმა მიუღია და ამას ძალიან დიდი ზარალი მოჰყვება, ვინაიდან სინქრონული ცურვა არის ჯგუფური სპორტის სახეობა. ყოველი გოგო უნდა იყოს კონცენტრირებული ამ საქმეზე და ტრავმების გამო ეს შეუძლებელია. ასეთი რაღაცეები რომ აღარ განმეორდეს, საჭიროა კარგად აღჭურვილი დარბაზები და აუზები.
იმედია, დროთა განმავლობაში სინქრონულ ცურვას მიეცემა განვითარების საშუალება და იმისი დროც მოვა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვასახელოთ საქართველო.