საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ
გუშინ, 16 დეკემბერს, საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა, რომელიც საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.
ნაკრებისათვის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა შემდეგი კალათბურთელები შეარჩია: კახა ჟღენტი, გივი გოგიტაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ბორის თორთლაძე, გიორგი კვაჭანტირაძე, საბა გეგუჩაძე, აბელი ნარსია, ილია ისრაელიანი, ლევან წენგუაშვილი, დავით ჟღენტი, ვატა სალაყაია და ირაკლი სულხანიშვილი. ტურნირი, რომელშიც 7 გუნდი მონაწილეობს, 25 დეკემბერს დასრულდება.