წითელ ზღვაში ორი ახალი კუნძული გაჩნდა
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში ორი ახალი პატარა კუნძული გაჩნდა. ანალიტიკური ხასიათის წინასწარი მონაცემებით კუნძულები მეტად უცნაურად წარმოშვნენ. როგორც გაირკვა, კუნძულები 4 წლის წინ მომხდარი წყალქვეშა ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნენ. ამ კუნძულების ფორმირების წყალობით წითელ ზღვაში მდებარე ეზ-ზუბაირის არქიპელაგის ფართობი საკმაოდ გაიზარდა. აღნიშნული არქიპელაგის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 191 მეტრია, ხოლო განფენილობა 5 კილომეტრს აღწევს.