დედამიწის უდიდესი ატლასი სიდნეიში ”იმოგზაურებს”
დედამიწის უდიდესმა ატლასმა დროებით საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ავსტარლიაში ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა. ატლასს, რომელიც 2012 წელს ავსტრიულმა გამომცემლობამ გამოსცა ”პლატინის დედამიწა” ჰქვია. ატლასი სულ მხოლოდ 31 ეგზემპლარად დაიბეჭდა და ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაში ინახება.
ატლასის სიმაღლე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია, გაშლილ მდგომარეობაში მისი სიგანე 2 მეტრსა და 70 სანტიმეტრს შეადგენს. გიგანტური წიგნი 150 კილოგრამს იწონის და 100 ათასი დოლარი ღირს. ატლასის ზომებიდან გამომდინარე მისი მოხამარებისას სიფრთხილეა საჭირო.
ატლასი ”პლატინის დედამიწა” ჩვენი პლანეტის ყველა კონტინეტისა და ქვეყნის დეტალური გეოგრაფიული რუკებისგან შედგება. მათზე ასევე აღნიშნულია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ადგილები. წიგნში გამოყენებულია თანამგზავრებიდან გადაღებული მაღალხარისხოვანი ფოტოები. ასევე ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ფოტოკოლაჟები.
ატლასის შესაქმენლად 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100 მეტი სპეციალისტი მუშაობდა. ”პლატინის ატლასის” შექმნამდე მანამდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ატლასად Klencke Atlas -ი ითვლეობდა, რომელიც XVII საუკუნეში შეიქმნა, რათა საჩუქრად გადაეცათ ინგლისის მეფის კარლ II-სთვის.
გარკვეული დროის შემდეგ ატლასა ”პლატინის დედამიწა” ისევ საცავში გადაიტანენ.