საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
როგორიც არის : ბიზნესის მართვა,მცირე ბიზნესის მწარმოებელი,ბანკის ოპერატორი ,საბაჟო დეკლარატი,საბაჟო ბროკერი. ლოჯისტიკის ოპერატორი,ბიზნესის ეთიკა და კომუნიკაცია, ბიზნესის სამართალი,მენეჯმენტი.
აქედან 80 % სწორედ SBA სასწავლებლის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროექტია,რომელიც დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ.
სასწავლებელი 2010 წელს დაფუძნდა, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია/აკრედიტაცია, სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესისადმი გამორჩეული მიდგომებისა და შესანიშნავი ინფრასტრუქტურის წყალობით, უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო სივრცეში.დღეს მას აქვს, როგოროც უმაღლესი ასევე პროფესიული სასწავლებლის სტატუსი.
სასწავლებელში ლექციებს კითხულობენ, როგორც ადგილობრივი,ასევე მოწვეული სპეციალისტები. მოწვეული სპეციალისტების შერჩევა ხორციელდება გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის პრინციპების მკაცრი დაცვით. შერჩევის წესებს და პროცედურებს არეგულირებს დაწესებულების წესდება. შერჩევისას მხედველობაში მიიღება, პირის პროფესიული და სწავლების გამოცდილება.
სასწავლებელს ჰყავს ასევე პარტნიორი ორგანიზაციები,რომლებიც შემდეგ ზრუნავენ სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებასა და დასაქმებაზე.ერთ-ერთი ასეთი არის „კორ სტანდარტ ბანკი“, ასევე აკადემიის ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი -BCC სტუდენტებს აძლევს საშუალებას გაიარონ რეალური პრაქტიკა სწავლის პროცესში, მიიღონ დიპლომი და სამუშაო გამოცდილება ერთდროულად.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი კი ,რომელიც ასევე არის SBA-ის პარტნიორი, დაეხმარა მათ უსინათლოებისთვის შეექმნათ ადაპტირებული გარემო , სასწავლებელს გადასცა აუდიო სისტემა,რომლის საშუალებითაც უსინათლოები ისმენენ ლექციებს.
ასევე სასწავლებელში არის პანდუსები ,რომელიც გათვლილია იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის ,რომლებიც გადადგილდებიან ეტლით .ამ პრივილეგიებით სარგებლობს SBA დაარსების დღიდან.
SBA-ის სასწავლო ჯგუფებში სტუდენტების რაოდენობა მცირეა, რათა შეიქმნას რეალური სასწავლო გარემო. თითოეული სტუდენტი იღებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მასწავლებლები და პერსონალი ყოველთვის მზად არიან საკმარისი დრო დაუთმონ თითოეული სტუდენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური მეცადინეობების ორგანიზების ჩათვლით.სწავლებისას იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს: ინტერნეტს, კომპიუტერებს, მონიტორებს და პროექტორებს. სტუდენტთა განათლებას ემსახურება ორი კომპიუტერული ლაბორატორია, უცხო ენების ლაბორატორია და ელექტრონული ბიბლიოთეკა.
სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში 2100 დან 2500 ლარამდე, თუმცა სასწავლებელი შანსს აძლევს სტუდენტს, რომ ისარგებლონ შეღავათებით,სთავაზობს მათ სტიპენდიას,რომელიც გაიცემა სტუდენტის რეიტინგის მიხედვით და ასევე სტუდენტებს ,რომლებიც იღებენ პროფესიულ განათლებას SBA -ში და მიიღებენ გადაწყვეტილებას გახდნენ ბაკალავრის სტუდენტები, ასევე SBA-ში ისარგებლებენ 25 % -იანი დაფინანსებით.ასევე სასწავლებელს ჰყავს საკუთარი ტრანსპორტი, რომელიც უზრუნვეყოფს სტუდენტების გადაადგილებას ,რომელიც არის უფასო.
როგორც SBA -ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე აცხადებს, ამჟამად სასწავლებელი მუშაობს, დანერგოს გაცვლითი პროგრამები.
ასევე იგეგმება სტუდენტური საერთოსაცხოვრებლის, აგრეთვე სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მისი რეალიზაციის დაწყება.
სტუდენტური ცხოვრება მდიდარი და მრავალფეროვანია. სტუდენტური თვითმმართველობა მონაწილეობს დაწესებულების მართვაში, ხოლო თვითმმართველობის კომიტეტები მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებულნი. თვითმმართველობის წევრი სტუდენტები აწყობენ ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს და სხვა კულტურულ აქტივობებს, მართავენ შეჯიბრებებს და ჩემპიონატებს სპორტის მრავალ სახეობაში.საქართველოს ბიზნესის აკადემიას ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ჩემპიონატებში საქართველოს მასშტაბით.