ფუძისა და მჟავას თანამედროვე თეორიები
1884 წელს ს. არენიუსის ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის მიხედვით პირველად გახდა შესაძლებელი ფუძე და მჟავა ბუნების ნაერთების კლასიფიკაცია. ფუძე ისეთ ელექტროლიტს ეწოდა, რომელიც წყალხსნარში დისოცირდება OH- ჰიდროქსიდ იონების წარმოქმნით, ხოლო მჟავა ისეთ ელექტროლიტს, რომელიც წყალხსნარში დისოცირდება H+ იონების წარმოქმნით. ეს განსაზღვრება მისაღები იყო წყალხსნარში მიმდინარე რეაქციებისთვის. იყო ფუძე და მჟავა ბუნების ნაერთები, რომლებიც ამ განსაზღვრებას არ შეესაბამებოდნენ.