ქიმიური გარდაქმნები
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქიმიის პროგრამით აბიტურიენტს მოეთხოვება ნივთიერებათა გარდაქმნის სქემის მიხედვით ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა.
გარდაქმნის სქემიდან რეაქციის ტოლობა რომ მიიღოთ, ჯერ რეაგენტები და პროდუქტები უნდა შეარჩიოთ, შემდეგ კი მასის მუდმივობის კანონის საფუძველზე კოეფიციენტების მეშვეობით რეაქცია გაათანაბროთ.