ლომთაძე და გვათუა - ჩემპიონები!
მაქსიმალური შედეგით 7-დან 7 გამარჯვებით მოიპოვეს თბილისის ჩემპიონის ტიტული თანატოლ მოჭადრაკეთა შორის დავით ლომთაძემ და მარიამ გვათუამ.
თბილისის პირველობაზე 7 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის ლომთაძეს ერთი ქულით ჩამორჩნენ: ნიკა არუდაშვილი და გიორგი ჯახუა.
ამავე ასაკის გოგონათა შორის გამარჯვებულ გვათუაზე ერთი ქულით ნაკლები დააგროვა ანა შერაზადიშვილმა. 5 ქულით მე-3 ადგილი მარიამ ჭეჭელაშვილმა დაისაკუთრა.