7-წლამდელები დაფებს მიუსხდნენ
ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე 7 წლამდე მოჭადრაკეთა თბილისის ჩემპიონატს მასპინძლობს.
გამორჩეული ინტერესი ბიჭების ჩემპიონატმა გამოიწვია, რომელშიც 53 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. შედარებით მოკრძალებული – 13 მონაწილე ჰყავს გოგონათა პირველობას. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ტარდება.