"ოლიმპიკმა" სინქრონისტებს უმასპინძლა
"ოლიმპიკის" საცურაო აუზზე ორ დღეს მიმდინარეობდა მერიის თასის' გათამაშება სინქრონულ ცურვაში. მონაწილეობდა 64 სპორტსმენი. ყველაზე უმცროსი (5 წლის) მათ შორის იყო ბარბარე თოდუა, რომელმაც თავის ასაკში პირველი ადგილი დაიკავა.
შეჯიბრის პირველ დღეს გოგონები ასრულებდნენ აუცილებელ პროგრამას, რომელშიც შედის სხვადასხვა სირთულის ფიგურები და ისინი ასაკის მიხედვით იცვლებიან.
15-18 წლიანების კატეგორიაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ნინო გოდორაძე (70. 09), 2. გვანცა ქიქავა (95.20); 13-
15 წლიანები: 1. მაგდა ხიმშიაშვილი (59.69), 2. მარი აფციაური (52.73);
9-10 წლიანები: 1. ელენე მრელაშვილი (26.96), 2. მარი ალავიძე (26.89);
შეჯიბრების მეორე დღე უფრო დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვები ასრულებდნენ ულამაზეს ცეკვებს, რომლებიც ასევე ასაკის მიხედვით იყო დაყოფილი. ეს ცეკვები ფასდებოდა ორი კრიტერიუმით – ტექნიკური და მხატვრული განხრით.
დუეტები
15-18 წლიანები: 1. ქეთი კვაშილავა და მარი გუგუშვილი;
13-15 წლიანები: 1. ლენკა ზაქარიაძე და ლიზი გვასალია;
11-12 წლიანები: 1. სალომე ჩიტია და ნინი დოლიძე;
9-10 წლიანები: 1. მარი ალავიძე და ელენე მელაშვილი, 2. ნუცა რამაზაშვილი და ანასტასია გიორგაძე;
სოლო
15-18 წლიანები: 1. ნინი გოდორაძე (85.29), 2. გვანცა ქიქავა (84.20);
13-15 წლიანები: 1. მაგდა ხიმშიაშვილი (68.89), 2. ლენკა ზაქარიაძე (65.49)
11-12 წლიანები: 1. სალომე ჩიტია (43.62), 2. მარი გოცირიძე (32.82);
9-10 წლიანები: 1. მარიამ ალავიძე (37.85), 2. ელენე მრელაშვილი (36.89), 3. მარი ფოცხიშვილი (35.33).
ანასტასია ოგანჯანოვა
სპორტული კოლეჯის სტუდენტი
საქართველოს ორგზის ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში