გეოგრაფია ლექსიკონი+ცნობარი
წიგნი ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ლექსიკონსა და გეოგრაფიულ ნომენკლატურას. ლექსიკონში მოცემულია ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ტერმინებისა და ცნებების განმარტებები. შერჩეულია 2000-მდე ტერმინი, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით. განმარტებულია ისეთი სალექსიკონო ერთეულებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, აქტუალურია და ფართოდ გამოიყენება.
წიგნის მეორე ნაწილი პირობითათ ”დაშლილ” რუკას წარმოადგენს. აქ ცხრილების, სქემების, დიაგრამების სახით მოცმულია სხვდასხვა გეოგრაფიული ინფორმაცია.
წიგნს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი განკუთვნილია, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვის, აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად გეოგრაფიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.