კულტურის ისტორია - რელიგიები
წიგნში ფართო მკითხველისთვის გასაგები და ხატოვანი ენით გადმოცემულია არსი და ისტორია ყველა გავრცელებული რელიგიისა: წარმართობა, სინტოიზმი, ინდუიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა (ყველაზე ვრცლად და დაწვრილებით), ბუდიზმი, კუნფუძიანობა, დაოიზმი; თვითეულის მთავარი განშტოებანი და სექტები. ავთენტიკური ტექსტებიდან ნაწყვეტები, აგრეთვე თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი იდეოლოგიები. ემყარება ორიგინალურ კულტუროლოგიურ-ფსიქოლოგიურ მიდგომას, რაც ერთიან ხედვაზე აგებულ და მკაფიოდ გააზრებულ თანწყობას ქმნის (და არა დაქსაქსული ინფორმაციის ნაერთს). წიგნის დაახლოებით მესამედი უკავია სააზროვნო და შემოქმედებით ამოცანებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკითხების დაკავშირება, შედარება, მცირე კვლევითი ძიებები, დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და გაანალიზება.