მოჩხუბრების მონაგარი
პოლონურ ქალაქ კოლობჟეგში დასრულებულ მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე (91. კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გაგიკ პოზოიანმა (56 კგ.) და ესკერხან მადიევმა (64 კგ.) მოიპოვეს.
პოლონეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბეჟან ჭიჭინავას 7 მოკრივე ჰყავდა წაყვანილი და აქედან სამმა მედალი მოიპოვა.