2-2 ოქრო და ვერცხლი
პოლონეთის ქალაქ ბიტომში ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 20 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები ლევან ვერულიძე (-85 კგ) და სერგო მოვსესიანი (-65 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლაშა ოზბეთელაშვილმა და თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრეს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ კონტაქტურ კარატეში 2015 წელს ქართველ კარატისტთა ჯამური მონაგარი ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ერთად 21 მედალია - 6 ოქრო, 9 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
ვფიქრობ, სერიოზური შედეგებია!