კითხვისა და წერის სწავლება
ვიწყებთ თემას - "კითხვისა და წერის სწავლება". იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ორაზროვნება და გაუგებრობა, ამ თემის სწავლებას დავიწყებთ დეფისითა და მისი მართლწერით (ვგულისხმობთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები არასწორად იყენებენ ტერმინს "ასო-ბგერა". უფრო ზუსტად _ არ განარჩევენ, როდის უნდა გამოიყენონ ტერმინი "ასო", როდის - "ბგერა"' და როდის - "ასო-ბგერა".
დეფისის მართლწერა მით უმეტეს სასარგებლო იქნება იმ მხრივ, რომ ასე თავმოყრილად და დაკონკრეტებულად დეფისის ხმარების წესები არსად არაა ჩამოყალიბებული.