მათემატიკისა და წიგნიერების საგანთაშორისი (ინტერდისციპლინური) სწავლება
როგორ ვასწავლოთ მათემატიკური ტექსტის გააზრება
მათემატიკის (ისევე როგორც სხვა აკადემიური საგნების) სწავლის გაძნელების ერთერთი მიზეზია წიგნიერების უნარჩვევათა სისუსტე, კერძოდ ტექსტის წაკითხვისა და გააზრების სიძნელე.საზოგადოდ, სკოლის მრავალ მიზანთა შორის ერთერთი უპირველესი სწორედ ესაა-წიგნიერების უნარჩვევათა განვითარება და გაძლიერება.