ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას
ქ. ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის ბენჟამინ ბლუმის (1913—1999) თეორიის მიხედვით, აზროვნების შემდეგი დონეები გამოიყოფა: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები ისეთ საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და ერთ ან რამდენიმე წინა დონეს მოიცავს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში.