საჩხერელი ახალგაზრდები წყალზე
ეს ახალგაზრდული გუნდი ,,ივერია“ შეიქმნა 2012 წელს, მწვრთნელები არიან ვეტერანი წყალბურთელები: კახა ვალიშვილი და მამუკა ტყაბლაძე. მათი თავდაუზოგავი შრომისა და ბიჭების მონდომების წყალობით, ,,ივერიამ“, 2000-2001-წლიანთა შორის ზედიზედ ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი 2013-2014 წლებში.
2012 წელს ბათუმში მოიგეს პეტრე ბრეუსის სახელობის გარდამავალი თასი, სადაც ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის გუნდებთან ერთად ბულგარეთისა და მაკედონიის გუნდებიც მონაწილეობდნენ.
საჩხერის ,,ივერიიდან“ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც წვრთნის სახელგანთქმული წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე, დღეს წარმატებით გამოდიან: კახაბერ სამყურაშვილი, ნიკოლოზ სადუნიშვილი და თორნიკე ხვინგია.
ამჟამად საჩხერის ,,ივერიის“ შემადგენლობა ასეთია: ტარიელ ქავთარაძე, აკაკი შუკაკიძე, ნიკოლოზ მესხი, ლუკა ნადირაძე, ნიკა სამყურაშვილი, ნიკა სადუნიშვილი, ავთანდილ გოგატიშვილი, გია მაჭავარიანი, თორნიკე ხვინგია, დავით შუბითიძე, გიორგი სადუნიშვილი, დავით სადღობელაშვილი, კახაბერ სამყურაშვილი.