პროცესზე ორიენტირებული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი: ზღაპრის პორტფოლიო
მოსწავლეთა პორტფოლიოს წარმოების ორი გზა არსებობს: a) მასწავლებელი სემესტრის განმავლობაში აგროვებს მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა კომპეტენციის შეძენას ადასტურებს; b) პორტფოლიო ინტეგრირებულია გაკვეთილზე; ამგვარად, პროცესზე ორიენტირებული სწავლება მთავარი მეთოდოლოგიური საფუძველი ხდება.
პორტფოლიოს წარმოების პირველი მოდელი, თავისთავად, ცუდი არაა, რადგან სასწავლო პროცესის კარგად ორგანიზებასა და ხშირ დიაგნოსტირებას გულისხმობს, მაგრამ იგი გამორიცხავს მოსწავლეთა მხრიდან საკუთარი შემეცნების პროცესზე რეფლექსიას, რაც ასე მნიშვნელოვანია თვალსაჩინო პროგრესის მისაღწევად. რაც შეეხება პორტფოლიოს, როგორც სწავლების ახალ მეთოდოლოგიურ საფუძველს, მას განსაკუთრებული საგანმანათლებლო ღირებულება აქვს.