პოლონელმა კოლეგებმა საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეს
_ 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება ბევრი არაა, თუმცა არც ცოტაა. წარმატების მისაღწევად არც ძალა დამიშურებია და არც ენერგია. ჩემი წარმატება უმთავრეს საზომად ჩემი მოსწავლეების მიღწევები მიმაჩნდა და მიმაჩნია. მიუხედავად გარკვეული შედეგებისა, როგორც პედაგოგს ყოველთვის მაქვს უკმარისობის განცდა. ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ სტაჟირება და სხვა ქვეყნების სკოლების გამოცდილების გაზიარება ჩემს საქმიანობას ძალიან წაადგებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის“ პროექტმა "დემოკრატიის სკოლა“ საშუალება მომცა საინტერესო ტრენინგების შემდეგ, სექტემბერში პოლონეთის სკოლების გამოცდილებას გავცნობოდი.