დაუკარით საჭიდაო
ქართული ჭიდაობა ქართლ-კახეთის სოფლებში უფრო საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე იმართებოდა - ადრე გაზაფხულიდან მოკიდებული გვიან შემოდგომამდე ყველგან, სადაც კი ნახერხმოყრილი საჭიდაო ეგულებოდათ, უამრავი ხალხი იკრიბებოდა; მზე რომ საშუადღეოდან გადავიდოდა, ზურნის წიოკი და დოლის ბაგიბუგი ჟრუანტელივით დაუვლიდა სოფელს, ააფორიაქებდა, გულს აუძგერებდა და საჭიდაოსკენ დასძრავდა.